Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარებაზე მეტად, არაფერი აზიანებს ევროპული ღირებულებებისადმი ნდობას

შალვა პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარებაზე მეტად, არაფერი აზიანებს ევროპული ღირებულებებისადმი ნდობას

12/03/2024 10:17:26 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს, რომ ევროკავშირში კანონის უზენაესობა არა „არჩევითი, არამედ აუცილებელია”.

მისი თქმით, "არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ".

"კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ, სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

ამავე თემაზე: მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკომისიის გენერალურ დირექტორატში ადეიშვილთან აუდიენციაზე: "ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".

გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S