ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია
12/03/2024 15:08:03 პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. როგორც "პირველი არხი" იუწყება, ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის "პოსტები" დატოვეს.
ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, ამაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ტელეარხის ცნობით, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
11 მარტს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის "პოსტს" იკავებდა.


