Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე იაპონიის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე იაპონიის ელჩს შეხვდა

14/03/2024 09:29:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით. საუბრისას ასევე აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S