Accentnews.ge
"ლელო": "ოცნების" კორუფციულმა პოლიტიკამ მოქალაქეებს 200 000 სამუშაო ადგილი დააკარგვინა

"ლელო": "ოცნების" კორუფციულმა პოლიტიკამ მოქალაქეებს 200 000 სამუშაო ადგილი დააკარგვინა

14/03/2024 07:56:30 პოლიტიკა

"ლელოში" აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა". შესაბამისი განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, "ხელისუფლების არასწორი და კორუფციული პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები შემცირებულია, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და მოსახლეობას ემიგრაციაში უწევს წასვლა".

"ქართული ოცნების" დანაშაულებრივმა კორუფციულმა პოლიტიკამ 200 ათასი სამუშაო ადგილი დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს. 2023 წლის ბოლო მონაცემებით, 16.4% უმუშევრობის მაჩვენებელია და 300 000 -მდე ადამიანი ეძებს სამუშაო ადგილს. 2016 წელს 1 022 600 სამუშაო ადგილიდან, 2022 წელს 975 000 სამუშაო ადგილამდე შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების' კორუფციული პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S