Accentnews.ge
გვარამია: "მე სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი"

გვარამია: "მე სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი"

14/03/2024 19:02:24 პოლიტიკა

"მთავარი არხის" ყოფილმა გედირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად პარტია “ახალი” დააფუძნა, ტელეკომანია "პირველის" ეთერში, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

გვარამიას თქმით, "სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ სჭირდებოდეს, მის პარტიაში იქნებოდა"

"მე არავის წინაშე ვალში არ ვარ, არავისთვის მიღალატია. ზოგადად, მოღალატე არ ვარ, თუ მიშაზეა ლაპარაკი, იგი ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება, არასდროს არ გადავკვეთ არანაირ ხაზს, რომელიც მას პიროვნულად მიაყენებს ზიანს. იქიდან რას მივიღებ, ამაზეც კი არ არის დამოკიდებული, პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს", – აღნიშნა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, "რაც არ უნდა კლონი გეძახოთ?", მან შემდეგი განაცხადა:

"არ ვიცი, მე მეძახა თუ არა (კლონი).. იგი დღეს არის პატიმარი, მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა მისი პარტიის. სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა ის რაღაც განცხადებებს აკეთებს თუნდაც ჩვენთან დაკავშირებით თუ გააკეთებს თავისი პარტიის სასარგებლოდ, ასეთია ცხოვრება", - განაცხადა გვარამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S