Accentnews.ge
საბა ბუაძე: მესტიაში 143 ადამიანია დასაქმებული სტადიონის დამლაგებლად, 170 - აუზების გამწმენდად, ხოლო თიანეთში 126 ადამიანი – სასაფლაოს მომვლელად

საბა ბუაძე: მესტიაში 143 ადამიანია დასაქმებული სტადიონის დამლაგებლად, 170 - აუზების გამწმენდად, ხოლო თიანეთში 126 ადამიანი – სასაფლაოს მომვლელად

15/03/2024 08:09:13 პოლიტიკა

"რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება 12 წელია უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და ბიუროკრატიულ ხარჯებს და ვერ შემოაქვს საკმარისი ინვესტიციები კერძო სექტორში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად",- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა , თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებულებში საშუალოდ 16%-ია, გერმანიაში - 11%, ნიდერლანდებში - 12% და საქართველოში მათი წილი 23%-ია.

"2013 წლიდან 2022 წლამდე შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტიდან 347 მილიონი ლარით გაიზარდა. სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 18 470-ით გაიზარდა. 2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია. შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.

საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 30 000 ადამიანი დაასაქმა სრულიად ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე, რაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდაა. მაგალითად, მესტიაში 143 ადამიანი სტადიონის დამლაგებლის, ხოლო 170 ადამიანი აუზების გამწმენდის პოზიციაზეა დასაქმებული. თიანეთში 126 ადამიანი სასაფლაოს მომვლელია, ხოლო 149 მეეზოვე. ამ პროგრამაზე წელს 100 მილიონზე მეტი დაიხარჯება. [...] საქართველოს მთავრობა უმუშევრების შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, რაც არ არის მისაღები. სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი, ხოლო საჯარო სამსახური არის მცირე, პროფესიული, ეფექტური და ნეიტრალური”,-აღნიშნა ბუაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S