თეონა აქუბარდია: არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ
15/03/2024 11:47:04 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ".
მისი თქმით, იგი აპირებს აღნიშნულ თემაზე არსებული კითხვებით თავდაცვის სამინისტროს სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს.
“არ არის სარწმუნო განცხადება, რომ მინისტრის დანიშვნიდან გამომდინარე მოხდა დავით ხიდაშელის გათავისუფლება. გვახსოვს დავით ხიდაშელისთვის ლიცენზიის გაუქმება რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. ანუ გარკვეულწილად აღარაა “ფავორში”, ასე საჯარო ფორმით ივანიშვილთან, რომელიც ამბობდა, რომ ერთადერთი კაცია, რომლის ვალსაც ვერასდროს გადაიხდის. შესაბამისად, მაშინ, როდესაც დავით ხიდაშელი საუბრობდა გია ვოლსკისთან, მათ შორის კონფედერაციის მოწყობის იდეაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით; სავაჭრო ურთიერთობებზე, საინტერესოა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს სამინისტროდან თებერვალში, ამის შემდეგ დაიწყო ამაზე ფიქრი თუ მანამდეც ჰქონდა ამ ყველაფერს ადგილი? მოცემულობაში არასარწმუნოა, რომ ამ კაცს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, იმიტომ, რომ რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო, მით უფრო იმ კაცისგან, რომლის ვალიდანაც ვერ ამოვიდოდა ივანიშვილი. რუკები წინასაარჩევნოდ ჩამოუტანა იმისთვის, რომ მთელი ეს მანიპულაცია - “გარეჯი საქართველოა” მოეხდინათ. რა საჭირო იყო მრჩევლის პოზიცია და მისი გაფორმება სამინისტროში, თუ მხოლოდ და მხოლოდ რჩევები უნდა მოესმინათ და არ იღებდა ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შესახებ. ვაგზავნი სადეპუტატო კითხვას მთავრობის ბოლო დადგენილების შესახებ - ამ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობაში ხომ არ ჰყავთ დავით ხიდაშელი და რა წვდომა ჰქონდა, მათ შორის არასაიდუმლო, თუმცა შეზღუდული სარგებლობისთვის ინფორმაციაზე, რომელიც არ არის აუცილებელი გრიფით იყოს დაფარული. ამ საკითხებზე უნდა იყოს პასუხი და იმაზე, რომ ეს კაცი, რომელიც რუსულ სამხედრო კომპანიასთან სისტემასთან არის აფილირებული, მოცემულობაში რუსეთი რომ საქართველოს მტერია და არა მეგობარი, ეს გასაგებია და თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და არა რუსი ბიზნესმენების დასაქმებით იყოს დაკავებული - ამ მოცემულობაში რა იმხელა ფასი ჰქონდა ამ კაცის დასაქმებას, ამაზე პასუხი არ ყოფილა”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
14 მარტს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა:
“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული".
კონფლიქტებზე საუბარი კაფეში: რა დგას ამ პრივატული, თუმცა საჯარო შეხვედრის უკან.


