ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს
16/03/2024 17:49:54 პოლიტიკა
საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტვიტერზე” წერს.
როგორც ალიევი აცხადებს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.
„საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი.


