Accentnews.ge
პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

18/03/2024 05:33:22 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი ოპონენტის ალექსეი ნავალნის გვარი პირველად ახსენა.

მოსკოვის „გოსტინი დვორში“ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პუტინმა ოპოზიციის ლიდერის სიკვდილს "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და დაადასტურა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა.

პუტინის თქმით, ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში მისი ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა „ზოგიერთმა კოლეგამ“ შესთავაზა.

"ადამიანს, რომელიც ამაზე მელაპარაკებოდა, ჯერ ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, თანახმა ვარ, მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ "თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრების გარდაცვალება აშშ-შიც ხდება".

მანამდე ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ "15 თებერვალს საღამოს მიიღო დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ის ფინალურ ეტაპზე იყო, თუმცა 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს".

პევჩხის თქმით, "ნავალნი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ".

16 თებერვალს რუსეთმა საგანგებო რეჟიმის კოლონია "პოლარულ მგელში" კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ "პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით". პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ნავალნის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S