Accentnews.ge
ენმ: "ოცნების” მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ გაძვირებული საწვავი, რადგან ისინი მოსახლეობის ხარჯზე გადაადგილდებიან"

ენმ: "ოცნების” მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ გაძვირებული საწვავი, რადგან ისინი მოსახლეობის ხარჯზე გადაადგილდებიან"

18/03/2024 07:59:18 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბონდო თედორაძე და რეზო ხარაზი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ გაძვირებული საწვავი, რადგან ისინი მოსახლეობის ხარჯზე გადაადგილდებიან და სახელმწიფო ავტომობილები ემსახურებათ". ამის შესახებ მათ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„რა გვიჯდება ყოველწლიურად „ოცნების“ მაღალჩინოსნების საწვავით უზრუნველყოფა აჭარის მოსახლეობას?! ივანიშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები ჩვეული ირონიით და ცინიზმით პასუხობს ჩვენი მოსახლეობის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რატომ არის ძვირი საწვავი საქართველოში? რატომ გააძვირა ივანიშვილის „ოცნებამ“ საწვავზე ფასები და რატომ არ შეასრულა მთავარი დაპირება?! ეს კითხვები ირაკლი კობახიძეს, თორნიკე რიჟვაძეს, არჩილ ჩიქოვანს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში მოკალათებულ მაღალჩინოსნებს არ აინტერესებთ, რადგან მათ ემსახურება სახელმწიფო ავტომობილები და შესაბამისად, საწვავიც უფასოდ მიეწოდებათ. მაღალჩინოსნებმა არც კი იციან, რა უჯდება უბრალო მოქალაქეს 1 ლიტრი საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე, რომ გაორმაგებულ თანხას იხდიან მიუხედავად ივანიშვილის დაპირებისა. ჩვენ მოვიკვლიეთ და გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რამდენ ტონა საწვავს მოიხმარს შვიდი კონკრეტული სამთავრობო უწყება - აჭარის მთავრობის აპარატი, სამინისტროების მაღალჩინოსნები, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მოკალათებული ჩინოვნიკები.

მხოლოდ 2023 წლის მონაცემებით მაღალჩინოსნებზე გახარჯული საწვავის რაოდენობა ასე გამოიყურება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი 1. ბენზინი - 55 128,20 ლარის ღირებულების 21 014,59 ლიტრი. 2. დიზელი 5 051,57 ლარის ღირებულების 2 039,56 ლიტრი სულ 60 179,77 (სამოცი ათას ას სამოცდაცხრამეტი ) ლარი 23 054,15 (ოცდასამი ათას ორმოცდათოთხმეტი) ლიტრი. ბათუმის მერია და საკრებულო 1.ბენზინი- 80 685,72 ლარის ღირებულების 24 770,84 ლიტრი. 2.ბენზინი- 72 689,80 ლარის ღირებულების 27 677,68 ლიტრი. 3.დიზელი 28 106,84 ლარის ღირებულების 9 924,02 ლიტრი სულ 181 482,36 (ასოთხმოცდაერთი ათას ოთხასორმოცდაორი ) ლარი 62 372,54 (სამოცდაორი ათას სამასსამოცდათორმეტი ) ლიტრი. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 1.ბენზინი- 37 122,41 ლარის ღირებულების 12 352,62 ლიტრი. 2.დიზელი 60 523,83 ლარის ღირებულების 27 407,63 ლიტრი სულ: 97 646,24 ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ) ლარის 39 760,25 (ოცდაცხრამეტი ათას შვიდასსამოცი) ლიტრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1.ბენზინი- 33 761,75 ლარის ღირებულების 11 812,09 ლიტრი. 2.დიზელი 12 303,90 ლარის ღირებულების 4 338,10 ლიტრი სულ 46 065,65 (ორმოცდაექვსი ათას სამოცდახუთი) ლარის 16 150,19 (თექვსმეტი ათას ასორმოცდაათი ) ლიტრი საწვავი აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბენზინი- 41 363,15 ლარის ღირებულების 15 874,80 ლიტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1.ბენზინი- 58 274,37 ლარის ღირებულების 26 796,91 ლიტრი. 2.ბენზინი- 4 017,59 ლარის ღირებულების 1 599,78 ლიტრი. 3.დიზელი 10 418,76 ლარის ღირებულების 3 743,49 ლიტრი სულ: 72 710,72 (სამოცდათორმეტი ათას შვიდასათი ) ლარის 32 140,18 ( ოცდათორმეტი ათას ასორმოცი ლიტრი. ქობულეთის მუნიციპალიტეტი 1. ბენზინი. 212 066,06 ლარის ღირებულების 80 492,87 ლიტრი 2. დიზელი 34 114,99 ლარის ღირებულების 12 175,51 ლიტრი სულ: 246 181,05 (ორასორმოცდაექვსი ათას ასოთხმოცდაერთი) ლარის 92 668,38 ( ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასსამოცდარვა ) ლიტრი. 2023 წელს ჯამში შვიდი სამთავრობო უწყების მაღალჩინოსნების საწვავის ხარჯმა შეადგინა - 282 020,49 ლიტრი”,- აცხადებენ პარტიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S