Accentnews.ge
სააკაშვილი – ზურაბიშვილს: მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს, მასამართლებენ იმაზე, რასაც ყოველ დღე აკეთებს მთავრობა

სააკაშვილი – ზურაბიშვილს: მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს, მასამართლებენ იმაზე, რასაც ყოველ დღე აკეთებს მთავრობა

18/03/2024 08:26:38 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმე უწოდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფით "საიდუმლო" მოხსნას ხარჯებს, რომელიც, მისი თქმით, ამ პროცესს მყისიერად დაასრულებს.

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის გაგრძელება. საერთოდ, საიდან წარმოიქმნა პროცესი? ყველა ხარჯზე ჰქონდა საქართველოს საპრეზიდენტო სამსახურს, საქართველოს საპრეზიდენტო ადმინისტრაციას ჩეკი, ესე იგი ჩვენ არ გვქონდა შავი ბუღალტერია. მე ძალიან მომეწონა მღებრიშვილის ჩვენება წინა პროცესზე, მოქმედმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ყველა ხარჯი გაწეული იქნა კანონიერად. მათ შორის ის, რაზეც მასამართლებთ, ჰილარი კლინტონისთვის ნაყიდი „რედბულისთვის“, რომელიც მაშინ ღირდა 3.10 ლარი, სხვათა შორის ახლა ღირს 6.20 ლარი, ეს ზუსტად აჩვენებს ფასების ზრდის დინამიკას. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდა თეთრი და არ გვჭირდებოდა შავნაბადას ტყეში ჩუმად სიარული და ყურში ჩურჩული, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო გახსნილი. სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მე მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე, ის, რომ მოიხსნას გრიფით "საიდუმლო" გერმანულ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველ დღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს", – განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S