Accentnews.ge
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: ბლოკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: ბლოკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს

18/03/2024 11:19:26 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, "ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რუსეთის საპრეზიდენტო საარჩევნო უბნების გახსნა უკანონოა".

„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ:

„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონოდ გაიხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S