Accentnews.ge
სტოლტენბერგი: რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციების განხორციელებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ უკრაინისადმი მხარდაჭერა

სტოლტენბერგი: რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციების განხორციელებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ უკრაინისადმი მხარდაჭერა

18/03/2024 12:22:16 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველო უსაფრთხოების რთული გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციების განხორციელებას. უკრაინაში ვითარება ბრძოლის ველზე რთულია. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა.

NATO –ს მოკავშირეები უკრაინას მთელი სამხედრო დახმარების 99 პროცენტს უწევენ და ჩვენი პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად", – განაცხადა სტოლტებერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S