სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს რეფორმებისა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება
18/03/2024 12:49:46 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს რეფორმებისა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ალიანსი თქვენს გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. NATO ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი შესანიშნავი შესაძლებლობაა გაზარდოთ თქვენი სტაბილურობა და კეთილდღეობა. რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალისხმევასთან, გახდეთ ალიანსის სრულფასოვანი მოკავშირე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით მიმდინარე წლის ოქტომბერში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


