Accentnews.ge
საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

18/03/2024 14:24:26 პოლიტიკა

საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახეებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა მოაწყო საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე მოლდოვას რესპუბლიკაში, დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გამართა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S