Accentnews.ge
ბექა ოდიშარია – „თბილისი პრაიდის“ სემინარზე: "წარსულში სამწუხაროდ, გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ოცნებამ“ და ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში გულანთებული ახალგაზრდები"

18/03/2024 15:27:47 პოლიტიკა

"ვილა მოსავალში“ გამართულ სამდღიან სემინარს უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი, სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში, რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს საჭირო, ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მან ახსენა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და აღნიშნა, რომ "სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები".

„წარსულში სამწუხაროდ, გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული ვარიანტის მიმართ“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, 16 მარტს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ სემინარი გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S