ლინდსი გრეჰემი: მე ბაიდენის ადმინისტრაციას ვთხოვ, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს
18/03/2024 19:24:15 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ მას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სურს. ამის შესახეებ მან კიევში ვიზიტის დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, "პუტინი არალეგიტიმური პრეზიდენტია".
"რაც შეეხება პუტინის არჩევნებს, ის არალეგიტიმურია. იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია. ის მართავს ტერორისტულ სახელმწიფოს. მე ბაიდენის ადმინისტრაციას ვთხოვ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს“, - განაცხადა ლინდსი გრეჰემმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორთან შეხვედრისას უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხები განიხილა.


