პრემიერი: თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა დავით ხიდაშელთან თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროება
19/03/2024 08:29:41 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვერ დაინახა საჭიროება, რომ შრომითი ურთიერთობა გაეგრძელებინა დავით ხიდაშელთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხიდაშელს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია:
„მე როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. აქ ძალიან მკაფიოდ ეწერა რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი გადაწყვეტილებებზე. ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით და იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა იმის საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან", – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: 14 მარტს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა:
“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული".
კონფლიქტებზე საუბარი კაფეში: რა დგას ამ პრივატული, თუმცა საჯარო შეხვედრის უკან.
თეონა აქუბარდია: არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ.


