Accentnews.ge
ანა ბუჩუკური: ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა“, ჩვენი პარტია კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება

ანა ბუჩუკური: ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა“, ჩვენი პარტია კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება

19/03/2024 08:21:24 პოლიტიკა

"ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი "ოცნებაა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება.

"რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას - პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. დღეს იცით მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ვინ არის ქვეყანაში? "ოცნება"! შედით "გუგლში", ჩაწერეთ ქართულად ლგბტ პროპაგანდა, გადადით სურათებში და თავში ამოაგდებს მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის სურათებს. იცით რატომ? ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა ეს ადამიანი. ჩემთვის ყველაზე ამორალურია, რომ დღეს "ოცნება" იქამდე მივიდა, რომ ისეთ ფასეულობებს და ღირებულებებს ამოეფარება ხოლმე, როგორც არის მაგალითად ეკლესია, რელიგიური გრძნობები, ოჯახური ღირებულებები, აგერ უკვე ბავშვები. ეს არის სირცხვილი და ამორალურობა. აი, აქამდე დავიდა "ოცნება", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის: მმართველი პარტია აცხადებს, რომ მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S