Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: რუსულ Red Wings–ს საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

ლევან დავითაშვილი: რუსულ Red Wings–ს საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

19/03/2024 09:18:38 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს.

„ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას. იქ კონკრეტული თარიღები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რა მომართვაც არ შემოსულა ჩვენთან დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, რამდენადაც ხომალდები, რომელსაც ეს კომპანია იყენებს სხვა შემთხვევაში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც გავაჟღერეთ, ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ნებართვა თუ მოგვმართავს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან.

„სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს გარეშე“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის: "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, Red Wings თბილისსა და ბათუმში გროზნოდანაც გეგმავს ფრენას.

Red Wings ამჟამად დაფრინავს ბათუმში მოსკოვიდან; ქუთაისში – მოსკოვიდან და პეტერბურგიდან; თბილისში – სანკტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან.

კიევში, ვაშინგტონში და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო აკრიტიკებენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან სანქცირებულ რუსულ კომპანიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S