Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი: „ოცნებას" აშინებს „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, აშინებს საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მისი პოლიტიკით

დავით უსუფაშვილი: „ოცნებას" აშინებს „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, აშინებს საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მისი პოლიტიკით

19/03/2024 09:28:28 პოლიტიკა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული.

„სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ და კონკრეტულად „ლელოს“ მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ მოისმინა სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებები „ლელოს“ მიმართ. ახლა გვაბრალებენ, რომ ჩვენ თურმე, ცესკოს თავმჯდომარის [მიმართ] უბედურებას ვაპირებდით, მერე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცესკო–ში და ამით არჩევნებში გამარჯვებას. ეს სირცხვილის მიღმა რომ რაღაცებია, იქ მდებარეობს. ეს აიხსნება ერთადერთი რამით - დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და მზარდი პოპულარობა საზოგადოებაში, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით და ამის შედეგია ეს ყველაფერი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S