Accentnews.ge
თეონა აქუბარდია – "ოცნებას": აშშ-ს თავს ესხმით, რადგან ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ

თეონა აქუბარდია – "ოცნებას": აშშ-ს თავს ესხმით, რადგან ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ

19/03/2024 10:38:46 პოლიტიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები აშშ-ს თავს ესხმიან, რადგან ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთის მხრივ, იმას, რომ პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი არ უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა, არც ამერიკა აღარ დაფრინავს რუსეთში, მაგრამ მეგობრობაც არ გესმით „ქართულ ოცნებაში“ , ნამდვილი ქართული მეგობრობა იმიტომ, რომ უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით", – მიმართა აქუბარდიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მან აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ნაწილი ჩამოთვალა:

"ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერეს ემსახურება:

  • პირველი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და აშშ-ს მხარდამჭერი აქტი კანონით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ აღიარების პოლიტიკას ემსახურება. სხვათა შორის, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელთა ერთადაც ცდილობთ ერთ სიბრტყეში წარმოაჩინოთ.
  • დემოკრატია არის ასევე, ჩვენი არჩეული გზა და შეერთებული შტატები ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში.
  • NATO-ში წევრობა, რომელიც სამწუხაროდ, თქვენ ფარატინა ქაღალდად აქციეთ, ესეც საერთო ინტერესია.

გუშინ ირაკლი კობახიძეს NATO-ს გენერალურ მდივანთან სიტყვა რომ არ დასცდენია წევრობაზე და პარტნიორობაზე, რომ ილაპარაკა, ისე როგორც ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გააკეთა, ესეც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ ქვეყანა NATO-ში არ მიგყავთ. ისიც მანიშნებელია, აქ ვეტო-ს დაძლევას რომ აპირებთ, რომ დემოკრატიის განხორციელებას არ აპირებთ და არც 9 რეკომენდაციის, რომელიც ანალოგიურად NATO-ში წევრობისთვის არის საჭირო, ასე ამაყად რომ ყოყლოჩინობთ, რომ ვეტოს დაძლევთ და მოერევით პრეზიდენტის ამ პოზიციას. ეს პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვენეციის კომისიის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია.

  • შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის, განათლების სექტორში, საზღვრის დაცვის უსაფრთხოებაში, ქართულ ჯარში და უამრავი სხვა მიმართულებით დახმარება, რაც გაუკეთებია და ამაზე თქვენ ასე უდიერად ლაპარაკობთ, ეს არის უმადურობა.

მთავარი საკითხი, რისთვისაც თქვენ თავს ესხმით აშშ-ს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის თქვენი შიში, თქვენი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აშშ იყო მათ შორის, ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც შეაფასა უკანონოდ ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S