Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

19/03/2024 14:47:13 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილების მიღებას 19 მარტის პლენარულ სხდომაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტის წევრი ინიშნება სხვა თანამდებობაზე, მას უფლებამოსილება უწყდება პირველივე პლენარულ სხდომაზე.

სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი - იმედა ნიკურაძეა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდოამრე 2024 წლის 11 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.

სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S