Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

20/03/2024 13:23:32 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გუბერნატორებმა და მერებმა მთავრობის მეთაურისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S