Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს

22/03/2024 08:47:14 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს. პარლამენტმა, 89-ხმით იმედა ნიკურაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლეა.

სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.

იმედა ნიკურაძე "ელიტა ბურჯის" ყოფილი ადვოკატია. იგი ბოლოს თბილისის განვითარების ფონდში დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S