Accentnews.ge
დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია

დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია

22/03/2024 09:26:22 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატით გამოსვლისას განაცხადა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. დეპუტატებს აინტერესებს რას აკეთებს ამ მხრივ სამინისტრო.

"ჩვენ საკონსულო დაწესებულებებს უწევს ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად ცდილობენ, მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. [...] მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა სამწუხაროდ კვლავ დაბალია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ცესკო სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წელსაც მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე ამოქმედდება საძიებო ველი, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა გადაამოწმონ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი.

რაც შეეხება საკონსულოების გახსნას, მინისტრის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის თანხმობის საფუძველზე:

საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა. როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ წერილში დასმულ საკითხს, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს შესახებ, გაცნობებთ, რომ ქ. ბარიში საკონსულო დაწესებულების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2019 წელს (მაშინ, როდესაც დასრულებული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლი), შესაბამისმა პროცედურებმა მოიცვა 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს".

მინისტრის თქმით, 2020 წელს გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი, მიმდინარე წელს გადაწყვეტილებას მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებენ:

„საარჩევნო უბნის შექმნა ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას ამავე კოდექსით დადგენილი წესის თანახმად. საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი კი, მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, ქვეყნის შიგნით შეიყვანება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S