Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: ჩვენი ემიგრაციისთვის გავაკეთოთ ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები შეძლებენ პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებში

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი ემიგრაციისთვის გავაკეთოთ ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები შეძლებენ პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებში

22/03/2024 09:37:16 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი გამოდის ინიციატვით, რომ ემიგრაციისთვის გაკეთდეს ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები შეძლებენ პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებში.

“ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ემიგრაციისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ყველა ცდილობს, რომ რაღაც სპეკულაციები მოახდინონ ამ ციფრებით. გამოსავალი მარტივია: ჩვენი ემიგრაციისთვის გავაკეთოთ, მაგალითად, ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები დიდი ხნით შეძლებენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებზე. ეს რესურსი ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის და დავინახავთ რამდენი ადამიანი, რომელ ქალაქში და რა ინტენსივობით აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, უნდა გაიხსნას ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო უბნები. ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთმანეთს უნდა ეთანამშრომლებოდნენ და ამ მიმართულებით დგამდნენ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, ყველა ცდილობს, რომ გვერდი აუქციოს ამ მთავარ საკითხს და იმ ხალხს, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ძალიან დიდ ნაწილს თავისი შრომით საზღვარგარეთ და არა საქართველოში ქმნიან", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. დეპუტატებს აინტერესებს რას აკეთებს ამ მხრივ სამინისტრო.

ამავე თემაზე: ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში და საარჩევნო უბნები – რას ამბობს მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S