Accentnews.ge
ჰერჩინსკი: ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თავად უნდა გაიაროთ ამ კარში

ჰერჩინსკი: ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თავად უნდა გაიაროთ ამ კარში

22/03/2024 14:18:26 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებითა და კიდევ უფრო მოხარულია იმით, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კარი გაუღო. ახლა კი ქართველებმა თავად უნდა გაიარონ ამ "ღია კარში".

„ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. ამდენად, კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად",– თქვა ელჩმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის პრიორიტეტზე ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია, საჭიროა ყველამ ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს, მაგრამ "რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია".

"ვგულისხმობ იმას, თუ რაიმე მიზეზით გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი დრო, ან რომ კიდევ მეტად უნდა დაფიქრდეთ, ან არსებობს სხვა პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, ეს თქვენი არჩევანია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რაც აქ, თბილისში გაკეთდება, მაგრამ რაშიც ნამდვილად მინდა დაგარწმუნოთ, არის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, 27 წევრმა ქვეყანამ ხმამაღლა განაცხადა: კარი ღიაა, გელოდებით“, - აღნიშნა ელჩმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ყველა მნიშვნელოვანია:

„მე სრულად ვეთანხმები, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ერთგულებით, შეუერთდნენ ევროკავშირს, ძალიან მყარი, პროფესიონალური ადმინისტრირებით, ევროკავშირში გაწევრიანების უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერით, ცხრავე ნაბიჯი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ დრო იწურება. როგორც ვიცით, საქართველოში არჩევნები ახლოვდება და საარჩევნო კამპანია არ არის საუკეთესო გარემო სერიოზული რეფორმების განსახორციელებლად. დრო არ უნდა დაიკარგოს“.

22 მარტს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბოსნიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, იგივე გადაწყვეტილება მიღებულია მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაშიც.

პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" დანარჩენმა წევრებმაც განაცხადეს, რომ "საქართველო იჩაგრება":

"ლიდერი [საქართველო] არის უკვე, ამ დათქმების გარეშეც, ამ 9 დათქმიდან არც ერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ, ამის თქმა მინდა. და მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ლიდერია ყველა პარამეტრით, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. ამიტომ, ეს არის სამწუხარო, და ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S