Accentnews.ge
საქართველოს მთავრობა: ვუსამძიმრებთ რუს ხალხს, ვგმობთ შემზარავ ტერორისტულ აქტს

საქართველოს მთავრობა: ვუსამძიმრებთ რუს ხალხს, ვგმობთ შემზარავ ტერორისტულ აქტს

23/03/2024 06:45:50 პოლიტიკა

საქართველო მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს გმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 22 მარტის საღამოს მოსკოვში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 145-ს აღწევს.

რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს ჯერ–ჯერობით უცნობია.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S