ირაკლი კობახიძე: "არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია, რაც დღეს გვაქვს, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას"
23/03/2024 12:25:22 პოლიტიკა
"საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას".
„ნაციონალური მოძრაობა" 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა პრემიერმა.


