Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს

პრემიერ–მინისტრი: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს

23/03/2024 12:30:23 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ ე.წ. ვეტინგის თემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, „აბსოლუტურად დახურულია”.

მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დავუშვებთ.

„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის, ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ. მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში, სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ ე.წ.ვეტინგი. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეტინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი და ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ ამ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებებს, მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", – განაცხადა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S