Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე სომხეთს ეწვია

ირაკლი კობახიძე სომხეთს ეწვია

25/03/2024 10:17:34 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S