Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: გამოვაცხადე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი

შალვა პაპუაშვილი: გამოვაცხადე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი

26/03/2024 15:54:57 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ. დოკუმენტები 9 აპრილის ჩათვლით მიიღება.

"დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი” , - წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. პარლამენტის მიერ 20 თებერვალს მიღებული შესწორებებით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

საქართველოს პარლამენტმა 19 მარტს 78 ხმით დაძლია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S