Accentnews.ge
UNICEF-ის 2019 წლის ფოტო დასახელდა

UNICEF-ის 2019 წლის ფოტო დასახელდა

22/12/2019 20:22:02 მსოფლიო

UNICEF-ის 2019 წლის ფოტოკონკურსში გერმანელმა ფოტოჟურნალისტმა ჰარტმუტ შვარცბახმა გაიმარჯვა. მის ფოტოზე აღბეჭდილია ფილიპინელი გოგო, რომელიც პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურებულ წყალში ნარჩენებს აგროვებს, რათა შემდეგ ფულზე გადაცვალოს.

ფოტო მანილას პორტშია გადაღებული. გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შვარცბახის ფოტო მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის მოგვითხრობს "ჩვენი დროის სამი ტრაგედიის ფონზე - სიღარიბე, დაბინძურება და ბავშვთა შრომა - გადარჩენისთვის ბავშვების ბრძოლის შესახებ".

ფოტოს გადაღების მომენტში გოგო 13 წლის იყო, ახლა კი 15 წლის არის. UNICEF-ის ცნობით, ბევრი მცირეწლოვანი ბავშვია იძულებული მანილას დაბინძურებულ წყლებში ნარჩენები შეაგროვოს. ამ დროს კი ისინი სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S