Accentnews.ge
ემანუელ უნგარო გარდაიცვალა

ემანუელ უნგარო გარდაიცვალა

22/12/2019 21:28:55 მსოფლიო

ცნობილი ფრანგი დიზაინერი ემანუელ უნგარო 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ემანუელ უნგარო 1933 წელს სამხრეთ საფრანგეთში, იტალიელების ოჯახში დაიბადა. 1950-იან წლებში ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც შემდეგში უკვე ცნობილი დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მასწავლებელი გახდა.

დიზაინერმა საკუთარი მოდის სახლი 1965 წელს დაარსა და მას თავისი სახელი Emanuel Ungaro დაარქვა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ის ტანსაცმელს უკვე ნაკლებად ქმნიდა და ფოკუსირებული სუნამოებისა და აქსესუარების შექმნაზე იყო.

ოჯახის ინფორმაციით, ემანუელ უნგაროს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S