"თურქეთი მზადაა, ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს"
23/12/2019 05:51:49 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს.
"თურქეთი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის ვერსიებს განიხილავს", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთი ლიბიის სამთავრობო ძალებს უკვე ამარაგებს ტანკებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ლიბიის არმიის მეთაური ჰალიფა ჰაფტარი აპრილის თვიდან ახორციელებს შეტევას დედაქალაქ ტრიპოლიზე. გენერალი პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის მთავრობის დამხობას ცდილობს.


