„სირიიდან თურქეთისკენ 80 000 მიგრანტი მოემართება, მაგრამ ამ ახალ ტალღას ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს“
23/12/2019 06:54:52 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომ სირიის იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა.
მისივე თქმით, თურქეთი მიგრანტების ტვირთს მარტო არ ზიდავს და ‘ამ ახალ ტალღას ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს“.
"თუ იდლიბის მოსახლეობის მიმართ ძალადობა არ შეწყდება, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თურქეთი მიგრანტების ტვირთს მარტო არ ზიდავს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით - საბერძნეთი. მოვუწოდებთ ევროპულ ქვეყნებს სირიაში თურქეთის მიერ გადადგმული ლეგიტიმური ნაბიჯების დაგმობის ნაცვლად საკუთარი ენერგია იდლიბში მასობრივი ხოცვის შესაჩერებლად გამოიყენონ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, საკითხის განსახილველად მოსკოვში დელეგაცია გაგზავნა.
ასადის რეჟიმმა და რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება „ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა“ კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.
მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.


