საბერძნეთში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დაწვეს
23/12/2019 10:00:20 მსოფლიო
საბერძნეთში, სალონიკში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დაწვეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ათენსა და ანკარას ურთიერთობებში მრავალი სადავო საკითხია. მათ შორის არის ეგეოსის ზღვაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხი და კვიპროსის ტერიტორიული დავა.


