Accentnews.ge
ელისაშვილი: აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა–ტყეპა გველის, არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი!

ელისაშვილი: აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა–ტყეპა გველის, არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი!

03/04/2024 08:44:35 პოლიტიკა

პარლამენტში დაპირისპირება იყო. მიზეზი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა, გადათქვას საკუთარი დანაპირები და კვლავ დააინიციროს პარლამენტში „აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციური კანონპროქტი, რომელიც მარტის ცნობილი პროტესტის ფონზე თავადვე ჩააგდო.

საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. ამის შემდეგ იყო ხმაური, შეხლა–შემოხლა „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან. საბოლოოდ სხდომათა დარბაზიდან ელისაშვილი მანდატურებმა გაიყვანეს.

„არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი! მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს, რომ ეს ქვეყანა იყოს ნორმალური და გახდეს ევროპის ნაწილი, აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა–ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!“,– თქვა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ელისაშვილმა.

ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „რაღაც ბნელ ფულს იღებენ“.

„რასაც აკეთებენ, ეს არის მავნებლობა, ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S