Accentnews.ge
პარლამენტში დაპირისპირება იყო

პარლამენტში დაპირისპირება იყო

03/04/2024 08:52:24 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივის გაკრიტიკებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება.

დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართლი ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

სხდომა ამ დროისთვის განახლებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S