Accentnews.ge
მოძრაობა „ახალი“: ოლიგარქია და ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან

მოძრაობა „ახალი“: ოლიგარქია და ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან

03/04/2024 09:48:48 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახალი ინიციირების შესახებ, მოძრაობა „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია გამოეხმაურნენ.

„დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხერ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია, ახალი, გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში - ევროკავშირში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

მან ხაფანგი უწოდა განცხადებას, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიიღება:

„დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად... მივმართავ ქართულ საზოგადოებას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს".

მან ასევე მიმართა დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობიან "ქართულ ოცნებას".

ნიკა მელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ისტორიის გადაწერის მცდელობა აქვს.

„ქართული ოცნება უკანასკნელი, განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან. ეს ნაბიჯი ამას ისახავს მიზნად".

"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S