Accentnews.ge
44-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს

44-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს

03/04/2024 11:48:19 პოლიტიკა

44-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს.

დეკლარაციას ხელი მოაწერა 44 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და საქართველომ. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 57 სახელმწიფო.

დოკუმენტის ხელმომწერები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ადასტურებენ მზადყოფნას, იმუშაონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს, მათ შორის საუბარია რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასჯაზეც.

დეკლარაციის მეორე ნაწილში საუბარია უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საკითხზე. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ზარალის რეესტრის ამოქმედებას, რომელიც განაცხადების მიღებას დაიწყებს. ხელმომწერი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ მათ იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივები გაყინული იქნება, ვიდრე მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. ისინი ასევე მიესალმებიან დისკუსიას ამ აქტივებისა და მათგან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S