Accentnews.ge
პრეზიდენტი – "ოცნებას": "გილოცავთ, ბატონებო, ქალები თქვენთან აღარ ითვლება, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა"

პრეზიდენტი – "ოცნებას": "გილოცავთ, ბატონებო, ქალები თქვენთან აღარ ითვლება, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა"

03/04/2024 13:25:41 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მირების ფაქტსა და დაჩქარებული წესით განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმიანება.

"მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, მინდა, მივმართო "ქართულ ოცნებას" და მის წარმომადგენლებს. გილოცავთ, ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს არ მოიხსენიოთ, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: ოდიშარიამ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა: "ეს არის მოუტ***ნელი ქალების სინდრომი".

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S