Accentnews.ge
წილოსანი – ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე: "ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად"

წილოსანი – ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე: "ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად"

03/04/2024 14:58:15 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თანაპარტიელ ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის.

"ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად", – განუცხადა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით?", დეპუტატმა შემდეგი აღნიშნა:

"არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის".

"რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია, თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო", – დასძინა მან.

„ეს არის მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“, – ამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები.

ოდიშარიამ ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S