პესკოვმა რუსეთის უშიშროების ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას "სიგიჟის გამოვლინება"უწოდა
23/12/2019 14:41:22 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ქვეყნის უშოშროების ფედერალური სამსახურის ცენტრალურ ოფისზე ამასწინანდელ თავდასხმას "სიგიჟის გამოვლინება" და "ტრაგიკული მოვლენები" უწოდა, რომელიც "კრემლიდან არ უნდა დაკომენტირდეს". ამასთან, პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავდასხმის მომენტში ქვეყნის უშიშროების პირველ პირთან - ბორტნიკოვთან ერთად უშიშროების ორგანოების თანამშრომლების პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდა.
"ისინი კონცერტს ესწრებოდნენ, მხოლოდ შესვენებამდე დარჩნენ და შემდეგ წავიდნენ" - დასძინა პესკოვმა.
იხილეთ ასევე: ვინ დაესხა თავს რუსეთის უშიშროებას


