Accentnews.ge
დეკანოიძე – რაქვიაშვილს: ეთანხმებით თუ არა, ბატონი მეგრელიშვილის განცხადებას, "ჩემი სიამოვნებისთვის, ჰარემს ვერ გავაკეთებ პარლამენტშიო"

დეკანოიძე – რაქვიაშვილს: ეთანხმებით თუ არა, ბატონი მეგრელიშვილის განცხადებას, "ჩემი სიამოვნებისთვის, ჰარემს ვერ გავაკეთებ პარლამენტშიო"

04/04/2024 09:32:18 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ "გირჩის" წევრ სანდრო რაქვიაშვილს შეკითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა თანაგუნდელის ვახო მეგრელიშვილის გამონათქვამებს.

"ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ემოციური, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა. შეურაცხყოფა, ისმოდა. არ მგონია, ეს არანაკლებია, რაც მეგრელიშვილმა იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რომელიც გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც დედა გყავთ, ალბათ და, გოგო შვილი, იმ ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდებს რომ უთხრათ, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო „ჰარემს“, შემდეგ გამოხვიდეთ და აქ თანასწორობის სახელით ისაუბროთ. უნდა გამცეთ პასუხი: „კი შეიძლება“, ან „არა, არ შეიძლება“. თურმე, საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად: „მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს“. ეს მისაღებია ქალი კოლეგების მიმართ?!", -აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის: გუშინ როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შემდეგი განაცხადა:

„მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S