Accentnews.ge
დგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ევრობასკეტის საქართველოს მიერ მასპინძლობა

დგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ევრობასკეტის საქართველოს მიერ მასპინძლობა

23/12/2019 16:26:00 საზოგადოება

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, რომელსაც 2021 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, აღარა აშენდება. ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დაუდასტურა.

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა საქართველოს მიერ მასპინძლოვის უფლების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ლისის ტბაზე 30 ივლისს დაანონსდა. მაშინ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებდა.

რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება, გურასპაული არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ფედერაციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, სახელმწიფო მზაობას გამოთქვამდა, თუმცა ახალი სპორტის სასახლე ვერ შენდება, ამიტომ ალტერნატივებზე ზრუნვაა საჭირო. მისი თქმით, დაგეგმილია ოლიპმპიური სასახლის რეკონსტრუქცია, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ 10000–მდე გულშემატკივარს დაიტევს.

საინტერესო დეტალი: თუ საქართველო ვერ შეძლებს FIBA–ს სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა, ავსტრიას გადაეცეს.

„საბოლოოდ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოხდეს ოლიმპიური სასახლის გადაკეთება, რომელიც დღეს 2 500 მაყურებელს იტევს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი 10 000–ზე მეტი მაყურებელს დაიტევს. გაძლევთ პირობას, რომ ის დააკმაყოფილებს FIBA–ს სტანდარტებს, რომლის გარეშეც ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი თბილისში ჩატარება შეუძლებელი იქნება“,– განაცხადა გურასპაულმა.

ცნობისთვის: 15 ივლისს მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა გერმანია, ჩეხეთი, იტალია და საქართველო დასახელდა.

„ვიცი, როგორი ვნებიანი გულშემატკივრები არიან ქართველები და როგორი პოპულარულია სპორტის ეს სახეობა საქართველოში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში შესანიშნავი ტურნირი გაიმართება. ეს ასევე მოიტანს ახალ საკალათბურთო დარბაზებს, კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს გააჩენს ქვეყანაში, სადაც საკალათბურთო ტრადიცია ძალიან ძლიერია“, – განაცხადა მაშინ „ფიბა ევროპის“ პრეზიდენტმა ტურგაი დემირელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

„ამით საქართველო ევროპული სპორტის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S