პრეზიდენტი: ქალები მხოლოდ "ბუტკაში" არ არიან
04/04/2024 10:16:43 პოლიტიკა
"ქალებს ველოდები იმისთვის, რომ "ბუტკაში" არ არიან მხოლოდ", - ასე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, კვოტების გაუქმების შესახებ "გირჩის" და "ქართული ოცნების" შეთანხმებას და შემდეგ გაკეთებულ განცხადეებბს ეხმიანება.
პრეზიდენტი ამ წუთებში ათონელის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას მართავს. "TV პირველის" კითხვაზე, იქნება თუ არა განხილვის ერთ-ერთი თემა "რუსული კანონი", ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ალბათ, კი".
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


