Accentnews.ge
პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

04/04/2024 10:30:52 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ახლა სრულიად ოპოზიციის გაერთიანება მნიშვნელოვანია.

"ეს არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი, "ქართული ოცნება" დგას რუსეთის სამსახურში და დანარჩენმა ოპოზიციამ ცოტა უფრო საკუთარ თავს უნდა შემოვუძახოთ"- თქვა მოქალაქეების წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარე, ეკა გიგაური მივიდა.

"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S