26 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
25/12/2019 20:20:15 საზოგადოება
სინოპტიკოსები თბილ, თუმცა ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.


